გამოიყენება მთელს სხეულზე. მაღალი დაფარვის წყალობით, სრულად ნიღბავს ტატუაჟს, გამონაყარს, კანის არაერთგვაროვან ფერს და ნაწიბურებს. თავდაპირველად გადაისვამთ იმ უბანზე, რომელზეც გსურთ მოქმედება, შემდეგ კი თითის ბალიშებით ან სველი ღრუბლით გადაინაწილებთ ისე, რომ მაქსიმალურად მიუახლოვდეს პროდუქტი კანის ბუნებრივ ტონს. აქვე, კიდევ ერთი უპირატესობა: სტიკი შეიცავს SPF 30-ს, მზისგან დამცავ მინერალურ ფილტრს და ყოველდღიური გამოყენებისთვისაც იდეალურია.